სოფიო ქაცარავა: ქვეყნის ევროპული მომავალი არის როგორც, ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება, ასევე საქართველოს მოქალაქეების მკაფიო არჩევანი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საფრანგეთის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ჟან ბიზეს შეხვდა, სადაც საქართველოში გატარებული რეფორმები, საგარეო პრიორიტეტები, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილა.
სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უსაფრთხოების გამოწვევებსა და ერთიან მიდგომებზე.
„ქვეყნის ევროპული მომავალი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს არის როგორც, ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება, ასევე მოქალაქეთა მკაფიო არჩევანი”, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საპარლამენტო დიპლომატიის როლს ორმხრივი კავშირების გაძლიერებასა და ეროვნული ინტერესების დაცვაში.
„მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის ისეთ ქვეყნებთან პარტნიორების გაღრმავება, როგორიცაა საფრანგეთი, პრიორიტეტული ამოცანაა”,- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.