საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინა (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, თბილისსა და ბათუმში, დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ე.წ. ელექტროსიგარეტის IQOS-ისთვის განკუთვნილი HEETS-ის ფირმის თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვას ახდენდნენ.
გატარებული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია საერთო ჯამში 1 618 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 16 000 ლარს აღემატება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები