სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან ორი თანამშრომელი დაითხოვეს
სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ორი პირი გათავისუფლდა, – ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, სამსახურიდან გაანთავისუფლეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი გიორგი ყავლაშვილი და ბათუმის ციხის დირექტორი.
“რაც შეეხება საჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელ დიმიტრი დარბაისელს, თუ ჩემს საკითხს, ზოგადად გეტყვით, რომ შეუცვლელი არავინ არის და თუ როდესმე დადგება დღის წესრიგში საკადრო ცვლილებები, ეს მოხდება”, – აღნიშნა სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ მედიაში ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელდა ინფორმაცია სასჯელაღსრულების დეპრატამენტის ზოგიერთ თანამშრომელზე მაღალი პრემიების გაცემის შეახებ.