გოდერძი ჩოხელის „წითელი მგელი“ გერმანულ ენაზე გამოიცა

 გერმანულ ენაზე ითარგმნა და  გამოიცა გოდერძი ჩოხელის „წითელი მგელი“. წიგნის გერმანულენოვან თარგმანზე ანასტასია ყამარაულმა იმუშავა.
როგორც „კვირას“ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, წიგნი დასტამბა გერმანულმა გამომცემლობამ – Frankfurter Verlagsanstalt.
გოდერძი ჩოხელის რომან “წითელ მგელში” წარმოჩენილია  ეგზისტენციალური საკითხები: სიკვდილისა და სიცოცხლის არსი, სიკეთისა და ბოროტების, სიყვარულისა და სიძულვისლის, ცოდვისა და მადლის ჭიდილი. მწერალი ოსტატურად ხატავს, როგორ ებრძვის ადამიანის გულში ანგელოზური და დემონური ერთმანეთს, როგორ გარდაისახებიან ადამიანები მგლებად – ბოროტ არსებებად, რომლებიც საზოგადოებასა და ეპოქას ასვამენ დაღს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები