იაპონია ყირიმიდან დევნილებს დაეხმარება

ყველაზე დიდი პრობლემები ახლა იმათ აქვთ, ვინც უარი განაცხადა რუსეთის მოქალაქეობაზე. იაპონია ყირიმიდან დევნილებს დაეხმარება,- ამის შესახებ იაპონიის ელჩმა უკრაინაში ტოიჩი საკატამ და უკრაინის შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრმა ლუდმილა დენისოვმა მოილაპარაკეს.
დენისოვის თქმით, ყველაზე დიდი პრობლემები ახლა ნახევარკუნძულის მოსახლეობას აქვს, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეობაზე უარი განაცხადეს. ტოიჩი საკატას განცხადებით, იაპონიას დიდი გამოცდილება აქვს ლტოლვილთა მოწყობაში.
“სამი წლის წინ ქვეყანამ განიცადა ყველაზე მაშტაბური მიწისძვრა, რის შედეგადაც 500 000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ამის გარდა, 270 000 მოქალაქე ამ დრომდე დროებითი საცხოვრებელით უზრუნველყოფილია”, – განაცხადა ელჩმა.
შეგახსენებთ, რომ ყირიმიდან დევნილები,რომლებმაც უარი თქვეს რუსეთის მოქალაქეობაზე, ამ დრომდე ვერ პოულობენ სამსახურს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები