ძლიერი წვიმის გამო, წუხელ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 127 შეტყობინება შევიდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 18 აგვისტოს, 22:21- საათიდან 02:00 საათამდე, ძლიერი წვიმის შედეგად  127 შეტყობინება შევიდა.
სამაშველო ჯგუფებმა რამდენიმე მისამართზე  საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები განახორციელეს.როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, წყნეთის ქუჩაზე – მიწის საფარის ჩაინგრა, რამაც კედლისა და ავტომანქანის დაზიანება გამოიწვია. დაზიანებულია ბუნებრივი აირის მილი. ადგილზე  შესაბამისი სამსახურები მუშაობდნენ. ქუთაისის ქუჩაზე – დაიტბორა სკოლის პირველი სართული – წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები დასრულებულია.პეკინის გამზირზე დაიტბორა მაღაზია – წყლის ამოტუმბვითი ღონისძიებები დასრულებულია.მაყაშვილის ქუჩაზე – ამორტიზებული შენობის კედელი ჩამოინგრა – არავინ დაშავებულა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა დახმარება 70 ოჯახს აღმოუჩინეს. თბილისში, ძლიერი წვიმის შემდეგ, დაშავებულების შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში  ინფორმაცია არ შესულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები