სამართალდამცელებმა ვალესა და გუგუთში ცეცხლსასროლი იარაღები და ვაზნები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტებში “ვალე“ და ,,გუგუთი“ ეჭვის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის, მ.ტ-ს და სომხეთის მოქალაქის ა.მ.-ს კუთვნილი ავტომანქანისა და ხელბარგის დათვალიერებისას, არადეკლარირებული ცეცხლსასროლი იარაღები და ვაზნები ამოაჩინეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, კერძოდ, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი ცალი საბრძოლო ვაზნით თურქეთის მოქალაქეს მ.ტ-ს, ხოლო ერთი ცეცხლსასროლი იარაღი 3 ცალი ვაზნით სომხეთის მოქალაქეს ა.მ.-ს მალულად შემოჰქონდა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები