შალვა ხუციშვილი: სასტუმრო “ველმონდთან” დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო და ეს უნდა აღსრულდეს

“სასტუმრო “ველმონდთან” დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო და ეს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილი აცხადებს.

ამასთან, ხუციშვილი განმარტავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ამ ეტაპზე ოთხმრივი მოლაპარაკება მიმდინარეობს.

მისი თქმით, მოლაპარაკების პროცესი ყოველგვარი გართულების გარეშე უნდა წარიმართოს.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ოთხმხრივი მოლაპარაკება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, სასტუმროს ადმინისტრაციას, აჭარის მთავრობასა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს შორის. მოლაპარაკების მიზანია, რომ სასტუმროს სტუმრები დღეს და ხვალ უმტკივნეულოდ გადაიყვანონ სხვა შენობაში. ჩვენ გვინდა, რომ ეს პროცესი გართულების გარეშე წარიმართოს.
რეკომენდაციებიდან ყველაზე კრიტიკული კვამლის გამწოვი სისტემის არარსებობაა. სწორედ ამ სისტემის არასწორი მუშაობისა და გაუმართაობის გამო, დეკემბრის თვეში, 11 ადამიანი დაიღუპა. ჩვენი პრინციპული მოთხოვნაა, რომ ეს სისტემა მოწესრიგდეს.
24-სართულიანი სასტუმროს შემთხვევაში, ხანძრის დროს, ადამიანს სანამ მეხანძრე-მაშველი ჩამოიყვანს, ის კვამლისგან არ უნდა გაიგუდოს. მთელი მსოფლიო ამ სახანძრო პრინციპით მოქმედებს.

მე დიდი იმედი მაქვს, რომ სასტუმროს ადმინისტრაცია გამოიჩენს კეთილგონიერებას და მიცემულ დროში მოახერხებს პროცესის უმტკივნეულოდ ჩატარებას”, – აცხადებს შალვა ხუციშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები