ირაკლი მეზურნიშვილი: პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე რომ პარლამენტის დამცირებას ცდილობს, შემაშფოთებელია

საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის მხრიდან მსგავსი განცხადების გაკეთება შემაშფოთებელია.
“უსუფაშვილი დიდი ხანია სარდაფის მინუს მესამე სართულზე მოღვაწეობს და კობახიძის საქმიანობას იქედან აკვირდება. როგორც ჩანს, ვერაფრით შეეგუა, რომ ირაკლი კობახიძემ დაწყებული საკონსტიტუციო რეფორმა ბოლომდე მიიყვანა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე რომ პარლამენტის დამცირებას ცდილობს, შემაშფოთებელია. მისი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უსუფაშვილისთვის “ინსტიტუტები” მხოლოდ დაზეპირებული ფრაზაა და სინამდვილეში, პირადი ინტერესებით ხელმძღვანელობს”,- აცხადებს ირაკლი მეზურნიშვილი,შეგახსენებთ, დღეს დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ თუკი სასახლის ზომა კონკრეტული სახელმწიფო თანამდებობის პირის საძალაუფლებო წონასთან უნდა იყოს კავშირში, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე თავისი ერთპიროვნული, საძალაუფლებო ადმინისტრაციული წონით, რომელიმე შენობის სარდაფის მინუს მესამე სართულზე უნდა განთავსდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები