ლევან იზორია: ნატო-ში გაწევრიანება გვესმის არა როგორც სტრატეგიული მოთმინება, არამედ როგორც სტრატეგიული მზადყოფნა

მრავალეროვნული სწავლება – „ღირსეული პარტნიორი 2018-ის დახურვის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრა. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო თავის პარტნიორებთან ერთად, მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ ურთიერთაღიარებისა და ღირსების პატივისცემის საფუძველზე, გაიზარდოს ეროვნული თავდაცვის ამოცანებისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის ქვეყნის მზადყოფნა.
„ჩვენ ნატოში გაწევრიანება გვესმის არა როგორც სტრატეგიული მოთმინება, არამედ როგორც სტრატეგიული მზადყოფნა. ეს კი ყოველდღიურად ჩვენი საბრძოლო შესაძლებლობების იმ ხარისხში აყვანას ნიშნავს, რომლითაც საქართველო ყოველთვის მზად იქნება ნატო-ს სრულფასოვანი წევრობისთვის. სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ კი სწორედ ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ამ მიმართულებით“, – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები