ლევან იზორია: ჩვენი მეგობრობა საერთაშორისო ასპარეზზე ღირსების დაცვით იწყება

„მრავალეროვნული სწავლებები არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული. სწავლება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ პროფესიული დონის ამაღლებას, მრავალეროვნულ გარემოში ტაქტიკური ოპერაციების კოორდინირებულად ჩატარებას და ჩვენს სამხედროებს შორის მეგობრობის, ნდობის განმტკიცებას”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ვაზიანში, მე-11 პოლიგონზე გამართულ „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის დახურვის ოფიციალურ ცერემონიალზე განაცხადა.
მინისტრმა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში ქვეყნებს შორის არსებულ ნდობის მაღალ ხარისხზეც გაამახვილა ყურადღება.
“ჩვენი მეგობრობა საერთაშორისო ასპარეზზე – იქნება ეს მეზობელთან, პარტნიორთან თუ სხვა ქვეყანასთან, იწყება ჩვენი ღირსების დაცვით, ჩვენი ღირსების დაცვის ხაზი კი გადის ჩვენი ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე. ამ მიმართულებით, საზღვრების პატივისცემა, საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების პატივისცემა იგულისხმება, ამას კი ამტკიცებს ჩვენი ურთიერთობა, ჩვენი მეგობრობა, პარტნიორობა და მრავალეროვნული სწავლებაც“,- აღნიშნა იზორიამ.
მისივე თქმით, სწორედ პატივისცემის, ურთიერთაღიარების, ერთმანეთის ღირსების პატივისცემის საფუძველზე გაძლიერდება საქართველოს თავდაცვისუნარიანობა, როგორც ეროვნული თავდაცვის ამოცანებისთვის, ისე გლობალური უსაფრთხოებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები