ადვოკატი: როგორც ამტკიცებენ ქალიშვილობას, ისე დავამტკიცებთ, რომ კობაური ვაჟიშვილია

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის, 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამტკიცებს, რომ სექსუალური კავშირი არასდროს ჰქონია.

როგორც „კვირას“ ადვოკატმა განუცხადა, იგი მალხაზ კობაურს საპატიმროში დღეს შეხვდა, სადაც კობაურმა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ალექსანდრე კობაიძის თქმით, იგი, შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით, ექსპერტს რამდენიმე დღეში მიმართავს.

„ჩვენ ვაპირებთ, ჩავატაროთ ექსპერტიზა, არის თუ არა კობაური ვაჟიშვილი. როგორც ამტკიცებენ ქალიშვილობას, ისე დავამტკიცებთ, რომ იგი ვაჟიშვილია. დღეს შევხვდი საპატიმროში და მან მითხრა, რომ მას სექსუალური კავშირი არასდროს ჰქონია. შესაბამისად, არანაირ გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია. ერთ-ერთი ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვლილის სხეულში აღმოჩნდა კობაურის სპერმა. კობაურს აქვს პოზიცია, ჩატარდეს ექსპერტიზა, არის თუ არა ვაჟიშვილი და ამბობს, რომ ფიზიკურად ვერ მოხვდებოდა მისი სპერმა გარდაცვლილის სხეულში. ექსპერტიზა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდება“, – განაცხადა კობაიძემ.

ცნობისათვის, სამხარაულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შედეგად, ცნობილი გახდა, რომ ხადას ხეობაში მოკლული ლორა სმითი გაუპატიურებულია, მისი შვილი კი მოკლულია თოფის მიბჯენით. დასკვნის თანახმად, ლორა სმითის სხეულიდან ამოღებულია ბრალდებული მალხაზ კობაურის გენეტიკური პროფილი. უფრო კონკრეტულად კი ლორა სმიტის უკანა ტანიდან აღებულ ნაცხში გენეტიკური პროფილი შერეულია, სადაც ერთი წილი ეკუთვნის მალხაზ კობაურს და მეორე წილი – ლორა სმიტს.

“ეს არ არის საბოლოო დასკვნა, უახლოეს მომავალში, მზად იქნება კომპლექსური დასკვნის შედეგები და გამოძიება დამატებით დეტალებს შეიტყობს”,- წერია ექსპერტიზის დასკვნაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები