სალომე ზურაბიშვილი: თუ ვინმემ სერიოზულად მიიღო, ბოდიშს ვუხდი
“თუ ვინმემ სერიოზულად მიიღო, ბოდიშს ვუხდი”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში “ტვინის განძრევის” გამო გაკეთებული განცხადების განმარტებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ მან ამ ფრაზით ჟურნალისტებს ხუმრობით მიმართა.
ცნობისათვის, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს “ტვინის განძრევისკენ” დღეს მოუწოდა.
როგორც მან აღნიშნა, იმაზე, თუ რომელ სასახლეში განთავსდება პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, საკუთარი მოსაზრება უკვე დააფიქსირა.