ბორჯომში დასასვენებლად ჩასული 26 წლის მამაკაცი ავარიის შედეგად გარდაიცვალა

ბორჯომში დასასვენებლად ჩასული 26 წლის მამაკაცი, რომელიც მოტოციკლს მართავდა, მშენებარე სახლს შეეჯახა და ადგილზევე გარდაიცვალა.
შემთხვევა გვიან ღამით, ფოსტის შენობასთან მოხდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები