სალომე ზურაბიშვილი: მე მაქვს იმედი და არა მოლოდინი “ქართული ოცნების” მხარდაჭერის

“მე მაქვს იმედი და არა მოლოდინი “ქართული ოცნების მხარდაჭერის”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა იმ კითხვის პასუხად განუცხადა, რომელიც მმართველი გუნდის მხარდაჭერას ეხებოდა.
“მე მაქვს იმედი და არა მოლოდინი “ქართული ოცნების” მხარდაჭერის. როცა იქნება მხარდაჭერა, კონსულტაციებზე შემდეგ ვისაუბროთ. ჩემი ძირითადი იმედი არის მაინც მოსახლეობა და მივმართავ მათ, იაქტიურონ.
რაც შეეხება იმას, რომ პრეზიდენტის როლი შეცვლილია, ეს უკვე არის კანონში და პრეზიდენტი უნდა იყოს უპარტიო”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად კი ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ის საკუთარ სახლში აპირებს ცხოვრებას და “სამსახურში ფეხით ივლის”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები