შსს, მამაკაცზე, რომელმაც სვანეთში 8 შვილი სახლში გამოკეტა, განცხადებას ავრცელებს

0

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ოჯახის წევრების (მათ შორის არასრულწლოვანი შვილების) მიმართ განხორციელებული იძულების ბრალდებით, 1971 დაბადებული ა.დ. სასამართლოს განჩინებით დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ლენტეხის რაიონულ სამმართველოში, 2018 წლის 29 იანვარს მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება ა.დ.-ს მიერ ოჯახის წევრების (შვილების) მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 150-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით დაიწყო. გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, სამართალდამცველების მიერ ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა. შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის მიღებისთანავე, 28 ივლისს, პროკურატურამ სასამართლოს ა.დ.-ს დაკავების შესახებ შუამდგომლობით მიმართა. სასამართლოს განჩინებით, ა.დ. დაკავებულ იქნა შვილების მიმართ განხორციელებული იძულების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 150-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით, 18 თვემდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი