ნინოწმინდაში ორი პირის მკვლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ორი პირის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულ გ.მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გ.მ. 2018 წლის 11 აგვისტოს ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს, ღამის საათებში, ნინოწმინდის რაიონის სოფელ სათხაში, გ.მ-მ, შელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული ჩხუბის დროს, პ.მ.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ხოლო ს.პ.-ს სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოკვლის მიზნით, დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც პ.მ. და ს.პ. ადგილზე გარდაიცვალნენ.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას განაგრძობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. გ.მ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.