სოფელ ვაშლოვანში ქალი დაჭრეს
ხულოში, სოფელ ვაშლოვანში ქალი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით მას თავს მამაკაცი დაესხა.
31 წლის ქალი მრავლობითი ჭრილობით ხულოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შს სამინისტროს ცნობით, დამნაშავე დაკავებულია. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.