ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ სამხედრო ფრთამ 150-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. ისრაელის ქალაქ სდეროთის დაბომბვას ტაილანდის მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ღაზას სექტორიდან რაკეტების გაშვებას მასობრივი დაბომბვით უპასუხა ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმაც. ისრაელის სამხედრო ავიაციამ საჰაერო იერიში „ჰამასის“ 20 ობიექტზე, მათ შორის, საწვრთნელ ცენტრებზე, იარაღის საწყობებზე და მეთაურების შეკრების ადგილებზე მიიტანა.