ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრ​ი: საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია არ უნდა მივიჩნიოთ ნორმალურად

 

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა ოძისში, საოკუპაციო ხაზთან, სადაც დღეს საქართველოს და რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა, განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია ნორმალურ ფაქტად არ უნდა იქნეს მიჩნეული.
„ჩვენ, ასევე, ვახსენებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ეს პრობლემა არ გამქრალა. ის, რაც ათი წლის წინ მოხდა, საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია, არ უნდა მივიჩნიოთ ნორმალურად. რუსეთს აშკარად სურს, რომ ჩვენ გამოვიყენოთ ეს ფაქტობრივი სიტუაცია, რაც ძალიან სახიფათოა, ვინაიდან ამას პრეცედენტი მოჰყვა – ვგულისხმობ ყირიმს. თუ ჩვენ თანმიმდევრულნი არ ვიქნებით ჩვენს პოლიტიკასთან, ეს შეცდომა დავიწყებული არ იქნება და სადმე სხვაგან კიდევ ერთი პრობლემა გაჩნდება. ამიტომაც ვართ დღეს აქ“, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები