კობა დავითაშვილი: უღირსი მარგველაშვილი, მიესალმა მარიხუანას ლეგალიზებას და აიღო პასუხისმგებლობა მის მიერ დანიშნული მოსამართლის ქმედებაზე

ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს მწვავედ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მარგველაშვილი ერთადერთი პოლიტიკოსი იყო, რომელიც მიესალმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ღიად აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავის მიერ დანიშნული მოსამართლის აღნიშნულ ქმედებაზე.
„სხვათა შორის, განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“, რომელიც გაემიჯნა მოსამართლეების გადაწყვეტილებას და თქვა, რომ მათ ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს, განსხვავებით მიხეილ სააკაშვილისგანაც კი, რომელსაც შერცხვა და დამალა ის ფაქტი, რომ მისმა დანიშნულმა მოსამართლემაც მისცა ამ გადაწყვეტილებას ხმა, ერთადერთი გამონაკლისი აღმოჩნდა გიორგი მარგველაშვილი, რომელიც მიესალმა ამ გადაწყვეტილებას და ღიად აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავის მიერ დანიშნული მოსამართლის აღნიშნულ ქმედებაზე.
ამიტომ, ბატონი მარგველაშვილი არის უღირსი პრეზიდენტი, ის არის ქვეყნის საჯარო სირცხვილი, კაცი, რომელიც ნატო-ს სამიტზე პრეზიდენტ ელცინივით ტინგიცობდა, ის არ იმსახურებს პრეზიდენტის პოსტს. მე ხომ წინააღმდეგი ვარ ლეგალიზაციის, თუმცა იმ ფორმულირებას, რაც არის, აჯობებდა, რომ პარლამენტს კანონით მოეხდინა ლეგალიზაცია, ამით უფრო ნაკლები საშიშროება შეიქმნებოდა, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, იმიტომ, რომ პარლამენტის მიერ ერთ საკითხთან მიმართებაში მიღებული მიდგომა სხვა ნარკოტიკებზე გავრცელების საშიშროებას არ შექმნიდა. ახლა ვინმემ რომ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და თქვას, რომ თუ თვითდაზიანების უფლება აქვს, მას შეუძლია, მიიღოს ჰეროინი და ეს მისი უფლებაა და ნებაა? ამიტომ არსებული რეალობა ქმნის ძალიან დიდი რისკებს და აჩენს საფრთხეებს. რაც შეეხება მეორე საკითხს, ვთვლით, რომ უნდა მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმება და მისი ფუნქციები საერთო სასამართლოებმა უნდა შეითავსონ, იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ზოგადად, გამოირჩევა პოლიტიკური დაკვეთების შესრულებით და წარმოადგენს მეხამრიდს ყველა ხელისუფლებისთვის“-აცხადებს დავითაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები