„მარგველაშვილის წარსული ქმედებებიდან გამომდინარე, სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პროცესიდან პოზიტიური მოლოდინი არ გვაქვს“

“ჩვენ გიორგი მარგველაშვილის წარსული ქმედებებიდან გამომდინარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პროცესიდან პოზიტიური მოლოდინი არ გვაქვს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
მისი თქმით, სკეპტიკური მოლოდინი ბუნებრივია.
„ჩვენი სკეპტიკური მოლოდინი ბუნებრივია. თუკი პრეზიდენტი კონსულტაციების შედეგად, შეჯერებულ პოზიციას წარმოადგენს, უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევა მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისად მოხდება. თუ ეს ყველაფერი ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე ვერ მოესწრება, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარუდგენს. ჩვენ გიორგი მარგველაშვილის წარსული ქმედებებიდან გამომდინარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პროცესიდან პოზიტიური მოლოდინი არ გვაქვს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები