“შეიარაღებული ძალების სიძლიერე არის ის საფუძველი, რაც გვაძლევს წინაპირობას იმ ამოცანების განხორციელებისთვის, რასაც ქვეყნის სუვერენიტეტის სიმტკიცე, ტერიტორიების გაერთიანება ჰქვია“

„თქვენი სახით შეიარაღებულ ძალებს ვაძლიერებთ არა მხოლოდ რაოდენობით, არამედ მტკიცე სულით, პროფესიონალიზმითა და შემართებით. სწორედ, თქვენნაირი ძლიერი ადამიანები სჭირდება ჩვენს ქვეყანას მშვიდობისთვის. არ გვაქვს სხვა ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ მშვიდობით გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა, მშვიდობითა და სიყვარულით გავუწოდოთ ხელი აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს. საქართველოს შეიარაღებული ძალების სიძლიერე არის ის საფუძველი, რაც გვაძლევს წინაპირობას იმ ამოცანების განხორციელებისთვის, რასაც ქვეყნის სუვერენიტეტის სიმტკიცე, ტერიტორიების გაერთიანება, გამთლიანება და თითოეული მოქალაქის ღირსების დაცვა ჰქვია“, – აღნიშნულის შესახებ განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, სადაც ბაკალავრიატისა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა.
თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა თითოეულ კურსდამთავრებულს, რომელმაც სამშობლოსათვის სამსახური გადაწყვიტა, მათ მშობლებს.
ლევან იზორიამ კურსდამთავრებულებს, ქვეყნის მშვიდობისთვის წარმატებული სამსახური უსურვა. სიტყვით მიმართვისას, მან, ასევე, ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელების, პროფესორ-მასწავლებლების იუნკერების პროფესიონალიზმსა და კვალიფიკაციაზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები