ლუკაშენკო: უკრაინა ჩვენი უნდა იყოს
ბელორუსიის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ განაცხადა, რომ უკრაინის ნებისმიერ სამხედრო ბლოკში გაერთიანების წინააღმდეგია. მან უკრაინის ელჩთან მიხაილ ეჟელემთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ არ არის საჭირო რომელიმე სამხედრო ბლოკში უკრაინის შესვლა, ან რომელიმე მხრიდან ჯარის შეყვანა უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინა უკრაინას უნდა დარჩეს!
ლუკაშენკოს თქმით, მინსკში გულწრფელად უსურვებენ, რომ “ის მოვლენები, რომელიც ახლა მიმდინარეობს და ნეგატიურად ვითარდება, მალე დასრულდეს, რომ უკრაინა ერთიან, მთლიან სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს, და რომ ეს ჩვენი უკრაინა იყოს”. ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ მისი შეხვედრა უკრაინის ელჩთან სიმბოლურია. “ეს, ბუნებრივია, რამდენადაც მე ძალიან ბევრი ვისაუბრე უკრაინაზე, ჩვენი ჩართულობის შესახებ იმ პროცესში, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს”. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ყოველთვის ცდილობდა უკრაინის საკითხებით დაინტერესებას “ზუსტი და დაბალანსებული პოზიციით. ვფიქრობ, უკრაინა ჩვენთვის ძალიან ახლობელი ქვეყანაა. არც კი მიფიქრია, რომ უკრაინა ოდესმე ბელორუსიის წინააღმდეგ რაიმე პოზიციას გამოხატავდა. ბელორუსიაში უკრაინა ძლიერი უნდა დაინახონ, ისეთი, რომელთანაც შესაძლებელია თანამშრომლობა, როგორც ამას ბოლო წლების განმავლობაში ამას ვაკეთებდით”, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ლუკაშენკომ ასევე გაიხსენა, რომ ეს საკითხები უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ალექსანდრ ტურჩინოვთან შეხვედრისას წამოსწია წინ. როგორც ცნობილია, ბელორუსია უკრაინას ოკუპირებული ყირიმიდან სამხედრო ტექნიკის გამოყვანაში ეხმარებოდა.