მესტიაში, ყინულის ჩამოშლის შედეგად წარმოქმნილი საფრთხე აღარ არსებობს

მესტიაში, ყინულის ჩამოშლის შედეგად წარმოქმნილი საფრთხე მოხსნილია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური ავრცელებს. ამასთან, უწყების პრესსამსახური შემთხვევის ადგილიდან ფოტომასალას აქვეყნებს, რაც იმას ადასტურებს, რომ მესტიაში მყინვარ ლეხზირის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხე აღარ არსებობს.
უწყების ინფორმაციით, წყლის დონემ ეტაპობრივად დაიკლო და მიმდებარე ტერიტორიისთვის, ამ ეტაპზე, საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ადგილზე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები. ვითარება კონტროლს ექვემდებარება. არც ერთი მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ მესტიაში, მყინვარ ლეხზირიდან მთის ჩამოშლის შედეგად, არავინ დაშავებულა. ჩამოშლილმა მთის მასამ წყლის დაგუბება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები