რუსეთი სამხედრო წვრთნებს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების დღეს იწყებს
რუსეთი სამხედრო წვრთნებს 25 მაისს დაიწყებს, იმ დღეს, როდესაც უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები არის დაგეგმილი,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის შემსრულებელმა ანდრეი დეშიცამ განაცხადა.
“სამწუხაროდ, რუსული მხარის გადაწყვეტილება არ შეესაბამება სიტუაციის დარეგულირებას აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონებში. დღეს გამოცხადდა, რომ რუსეთი სამხედრო წვრთნებს იმავე დღეს – 25 მაისს იწყებს, როდესაც უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს”,- განუცხადა დეშიცამ ჟურნალისტებს.