შეიძლება თუ არა, გახდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატი ნინო ბაგრატიონი?

სოციალური ქსელის მეშვეობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, ნინო ბაგრატიონს წარადგენს.
ბაგრატიონი სხვადასხვა დროს მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, იყო მარგველაშვილის პროტოკოლის უფროსი და ერთ-ერთი მსხვილი რესტორნის მენეჯერი. გავრცელებული ინფორმაციით, ბაგრატიონი ირაკლი ალასანიას გუნდის ყოფილი წევრი და მაია ფანჯიკიძის ახლო ნათესავია. ამავე ინფორმაციის თანახმად, მარგველაშვილი მის კანდიდატურას საზოგადოებას უახლოეს დღეებში წარადგენს.
შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დატოვა. ნინო გვენეტაძე გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროებას ასახელებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები