გიორგი გახარია: სწორი განმარტება არ არის, რომ გამოძიებას მ.კ-ს ტანსაცმელი არ ამოუღია, “ვერ ამოიღო” – უფრო სწორი იქნება

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ხორავას ქუჩის საქმეზე გამოძიებამ მიხეილ კალანდიას ტანსაცმელი არ კი არა, ვერ ამოიღო. აღნიშნული განმარტება შს მინისტრმა დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, დეპუტატ ოთარ კახიძის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
„არ ამოუღია არ არის სწორი განმარტება, “ვერ ამოიღო” უფრო სწორი განმარტება იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, ოთარ კახიძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ სხვა ფიგურანტებისგან განსხვავებით, გამოძიებას არ ამოუღია მ.კ.ს- ტანსაცმელი, რომელიც საქმის მასალების მიხედვით, სისხლიანი იყო.
ამ წუთებში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიასა და ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს უსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები