მოსკოვის მერიამ ლგბტ აქტივისტებს გეიაღლუმის ჩატარების უფლება არ მისცა
აღლუმი, რომელიც რუსეთში ჰომოსექსუალების დევნის წინააღმდეგ კანონის გაუქმების ერთი წლისთავს ეძღვნებოდა და მოსკოვში 27 მაისს იგეგემებოდა, აღარ გაიმართება.
გეიაღლუმის ხელმძღვანელი ნიკოლაი ალექსეევი აცხადებს, რომ იგი მერიაში კვლავ შეიტანს უწყებას ყოველწლიური ტრადიციული გეიაღლუმის ჩატარების თაობაზე და მის გამართვას 31 მაისს მოითხოვს. უარის შემთხვევაში, ალექსეევი იმუქრება, რომ კონჩიტა ვურსტის სახელობის ,,წვერებიანი მარშის“ და გეიაღლუმის წარმომადგენლებს გააერთიანებს და, უარის შემთხვევაში, 31 მაისს რუსეთის უმაღლეს სასამართლოს და ევროპის ადამიანთა უფლებების დაცვის სასამართლოს მიმართავს.