მიხეილ სააკაშვილი: გრიგოლ ვაშაძე და ნინო ანანიაშვილი საკუთარი სახლიდან ფეხით გადავლენ

პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს სოციალური ქსელი ეხმაურება.
“1990 წლის 28 ოქტომბერს, სრულიად უთანასწორო არჩევნებში, ეროვნულმა მოძრაობამ დაამარცხა კომუნისტური პარტია და სწორედ ამ გამარჯვებამ გაუხსნა გზა საქართველოს დამოუკიდებლობისკენ. 2018 წლის 28 ოქტომბერს ქართველი ხალხი ჩამოიფერთხავს თავისი სხეულიდან წურბელებს, ხელიდან დაუსხლტება ურჩხულს და ამოვა ჭაობიდან …დაადგება წარმატების გზას… გიორგობის დღის აღსანიშნავად კი იქვე, საკუთარი სახლიდან პრეზიდენტის სასახლეში ფეხით გადავლენ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი გრიგოლ ვაშაძე და პირველი ქალბატონი ნინო ანანიაშვილი… მიყვარს ისტორიული დამთხვევები და პარალელები!”,- წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები