სალომე ზურაბიშვილი: „ერთ კვირაში უკვე თქვენი ვიქნები… ცოტა კიდევ მოითმინე გულო…”

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი მის შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატურაზე გავრცელებულ ინფორმაციას და გამოწვეულ მითქმა-მოთქმას სოციალურ ქსელში ეხმაურება და საზოგადობას მოთმინებისკენ მოუწოდებს.
„ყველას დიდი მადლობა მოთმინებისთვის, ჟურნალისტები არ მიწყენენ, რომ ეს ერთი კვირა გადავერთე ოჯახურ საქმეზე და ერთ კვირაში კი, უკვე თქვენი ვიქნები … და კითხვებზე გავცემ პასუხებს …”ცოტა კიდევ მოითმინე გულო…”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა, საფრანგეთის საელჩოს, მოქალაქეობის დათმობის თხოვნით მიმართა. საელჩოსთვის მიმართვა, სავარაუდოდ, ზურაბიშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილს უკავშირდება.
საკითხის გადასამოწმებლად „კვირამ“ დეპუტატის პრესსამსახურს მიმართა, პრესსამსახურში კონკრეტულ კომენტარს არ აკეთებენ და განმარტავენ, რომ თუ საჭიროდ ჩათვლის სალომე ზურაბიშვილი, აღნიშნულის შესახებ, განცხადებას თავად გააკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები