ნესტან კირთაძე: ,,თავისუფალი” მონებისა და ციციკორეეების ზეობის დროა ახლა

“ფსევდო თავისუფლების სახელით უფსკრულისაკენ მივაქანებთ. ,,თავისუფალი” მონებისა და ციციკორეეების ზეობის დროა ახლა” – ამ სიტყვებით ეხმაურება „ლეიბორისტული პარტიის“ ყოფილი წევრი და ისტორიკოსი ნესტან კირთაძე მარიხუანის ლეგალიზაციას სოციალურ ქსელში.
„ საქართველო _ დაგორებული ლოდი,
ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი სამშობლო ჩვენი კაცობის გვირგვინად გვექცია;
ნაცვლად იმისა, რომ დაჭრილი, დაცოტავებული და სისხლმდინარე ჩვენი სამშობლო ხელში აგვეყვანა და ისე გვეტარებინა;
ნაცვლად იმისა, რომ გულში ჩაგვეკრა და მისი ყოველი სიხარული და სევდა, ტკივილი და ამოკვნესა მუდამ საკუთარ გულისცემად გვეგრძნო;
ნაცვლად იმისა, რომ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სახელით, კაცობრიობის უდიდეს მაგისტრალებზე გაგვეყვანა;
მოვიგლიჯეთ და, ფსევდო თავისუფლების სახელით, უფსკრულისაკენ მივაქანებთ.
კოჭლი დროა ახლა.
,,თავისუფალი” მონებისა და ციციკორეეების ზეობის დროა ახლა;
როგორც პატრიარქმა ბრძანა _ დაგორებული ლოდია საქართველო ახლა“ – წერს ნესტან კირთაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები