პრემია „საბას” ჟიურიმ 2018 წლის ფინალისტები დაასახელა

ლიტერატურული კონკურსის “საბა” ჟიურიმ, კონკურსის 10 ნომინაციიდან, 5 ნომინაციის ფინალისტები დაასახელა. 5 ნომინაციის ფინალისტების სია ასე გამოიყურება:

საუკეთესო რომანი

გურამ ბათიაშვილი, „ელიგულა და კავა” (გამომცემლობა „ინტელექტი”)

მარი ბექაური, „ანას მომენტი” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

ლაშა ბუღაძე, „პატარა ქვეყანა” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

დავით გაბუნია „დაშლა” (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში”)

თამარ თანდაშვილი, „მატერიკონი” (გამომცემლობა „სიესტა”)

 

საუკეთესო პროზაული კრებული

თეონა დოლენჯაშვილი, „პერსონალური ქრისტე” (გამომცემლობა „ინტელექტი”)

ლევან მუსხელიშვილი, „მოკლე მოთხრობები” (გამომცემლობა „სეზანი”)

 

საუკეთესო პოეტური კრებული

გიორგი არაბული, „გვრინი”(გამომცემლობა „ინტელექტი”)

სოსო მეშველიანი, Arboles Altos (გამომცემლობა „ინტელექტი”)

ზურაბ რთველიაშვილი, „პოეზიის დიქტატურა” (გამომცემლობა „ინტელექტი”)

პაატა შამუგია, „დედა ენა” (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში”)

ბელა ჩეკურიშვილი, „სიშიშვლის დეტექტორი” (გამომცემლობა „ინტელექტი”)

 

საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

საბა ლეკვეიშვილი (მთარგმნელი) – რეიჩელ კონი, დევიდ ლევითანი „ნიკის და ნორას უსასრულო ფლეილისტი” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

გაბრიელ ტანიე, „ქანაანის შვილები” (გამომცემლობა „ინტელექტი”)

ზურა ჯიშკარიანი, „საღეჭი განთიადები: უშაქროდ” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

 

საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

სოსო მეშველიანი, „ქუნარეშ”(გამომცემლობა „ინტელექტი”)

ირმა ტაველიძე, „სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები” (გამომცემლობა „დიოგენე”)

მარინა ქარცივაძე, Modus Vivendi  (გამომცემლობა „ქოლგა”)

საუკეთესო ქართული თარგმანის ნომინაციის ფინალისტების ვინაობა სექტემბერში გასაჯაროვდება. ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანი; ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკა; ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი გამომცემლობა; პრემია ქართულ გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის – ამ 4 ნომინაციის გამარჯვებულები კი, ფინალისტების დასახელების გარეშე, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე, 12 ოქტომბერს გახდება ცნობილი.

ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა” თიბისიმ 2003 წელს დააფუძნა. წელს „საბას” კონკურსი მეთექვსმეტედ ჩატარდება და ეს წელი პრემიის ისტორიაში განსაკუთრებული იქნება – წლევანდელი დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გერმანიაში, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის ქართული პროგრამის ფარგლებში გაიმართება. როგორც ცნობილია, 2018 წლის ოქტომბერში, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, რომელიც მსოფლიოში უდიდეს ბაზრობას წარმოადგენს, საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება.

ქართული პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გამორჩეული ღონისძიება სწორედ პრემია „საბას” დაჯილდოების ცერემონია იქნება, რომელიც 2018 წლის 12 ოქტომბერს, ქალაქ ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში Kaisersaal ჩატარდება. ცერემონიის ორგანიზება ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით ხორციელდება. ცერემონიას ქართველ ავტორებთან, გამომცემლობებთან, საქართველოს ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, საპატიო უცხოელი სტუმრებიც დაესწრებიან – ცნობილი მწერლები, უცხოური გამომცემლობები, გერმანიის ოფიციალური პირები, საერთაშორისო მედია.

დაჯილდოების ცერემონიისთვის თვალის მიდევნება საზოგადოებას ტელეკომპანია „ტვ პირველის” პირდაპირი ეთერით და ინტერნეტში, “თი-ბი-სის” და „საბას” “ფბ-გვერდების” საშუალებით შეეძლება.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები