ფრანგულ რივიერაზე კანის 67-ე კინოფესტივალი 14 მაისს გაიხსნა და 25 მაისს დასრულდება. იქ კინოს ვარსკვლავებმა და მთელი მსოფლიოს ჟურნალისტებმა მოიყრეს თავი. მთავარ კონკურსში 11 ქვეყნის 18 ფილმი მონაწილეობს. ფესტივალი ფრანგი რეჟისორის ოლივიე დანის ფილმმა “მონაკოს პრინცესა” გახსნა, რომელიც ლეგენდარულ მსახიობ გრეის კელის ცხოვრებაზეა გადაღებული. სურათში მთავარ როლს ნიკოლ კიდმანი ასრულებს.