კრამატორსკთან სპეცოპერაციის ფინალური ეტაპი იწყება
კრამატორსკიდან 30 კილომეტრის მოშორებით ტერორისტების წინააღმდეგ უკრაინელი სამართალდამცავების სპეცოპერაციის ფინალური ეტაპი იწყება, -ამის შესახებ ფეისბუქის გვერდზე სამხედრო-პოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი და ჯგუფ “საინფორმაციო წინააღმდეგობის” წარმომადგენელი დიმიტრი ტიმჩუკი წერს.
ჯგუფ “ინფორმაციული წინააღმდეგობის” ოპერატიული ინფორმაციით, კრამატორსკიდან 30 კილომეტრის მოშორებით, სოფელ სტაროვარვაროვკაში უკრაინელი ძალოვნების პრორუსული ტერორისტების წინააღმდეგ სპეცოპერაციის ფინალური ეტაპი იწყება. რაიონში ჩასაფრებული იყო ტერორისტების ჯგუფი, რომელიც უკრაინელმა ძალოვანებმა ამ წუთებში ალყაში მოაქციეს “, – წერს დიმიტრი ტიმჩუკი.