თურქეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 282-მდე გაიზარდა
“ბი-ბი-სის” ინფომაციით თურქეთში, მანისას პროვინციაში სომას მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 282-მდე გაიზარდა. 90-ზე მეტი ადამიანი უმძიმესი მდგომარეობით საავადმყოფოებშია გადაყვანილი. მაშველები ამ დრომდე აგრძელებენ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნას. ბოლო ინფორმაციით, ნანგრევებში კვლავ რჩება 100-მდე ადამიანი.მომხდართან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით დღეიდან 3-დღიანი გლოვაა გამოცხადებული. წინასწარი ინფორმაციით, სომას მაღაროში აფეთქება მოკლე ჩართვამ გამოიწვია.