ზურაბ ჯაფარიძე: ხეებზე რასაც ყვება ბიძინა ივანიშვილი, 100%-იანია

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა, რომ რაც მან დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანასთან დაკავშირებით ისაუბრა, მართალია. მისივე თქმით, ამ თემას ოპოზიციური პარტიები უნდა შეეშვან.

“ხეებზე რასაც ჰყვება, 100%-იანია და რაც მალე შეეშვებიან ოპოზიციური პარტიები მაგ თემას და მართლა მნიშვნელოვანი თემებით დაკავდებიან, მით უკეთესი მათთვისაც და ამ ქვეყნისთვისაც”,- წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას, ხეების გადატანის პროცესსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ხეების გადატანისას რკინიგზის მუშაობა არ შეფერხებულა, როგორც მედია ხშირად აცხადებს. მისივე თქმით, არასწორია ოპოზიციის ის განცხადებაც, რომ მას ხეები საკუთარ ეზოში მიაქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები