“კვირიკაშვილს აღარ ჰქონდა ნდობა არც პარლამენტში და არც მთავრობაში და ეს გახლდათ სწორედ მიზეზი გადადგომის”
„შეხვედრის დასასრულს, კარგად დაინახა გიორგი კვირიკაშვილმა და მთელმა გუნდმა, რომ მას აღარ ჰქონდა რესურსი მართვის, აღარ ჰქონდა ნდობა არც პარლამენტში და არც მთავრობაში და ეს გახლდათ სწორედ მიზეზი გადადგომის და არა ის, რომ ერთმა კაცმა და ბიძინა ივანიშვილმა დაიჟინა“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პირველ არხზე, გადაცემაში – „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
მისი თქმით, კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზი იყო ის, რომ მას აღარ შეეძლო მართვა.
„მისი მართვის მეთოდები, რომელსაც კვირიკაშვილი იყენებდა, არ იყო ეფექტური, კვირიკაშვილი ვერ ახერხებდა გუნდურ მმართველობას, რაც აუცილებელია ზოგადად მართვაში და მითუმეტეს, პატარა ქვეყნის და ჩვენი გუნდის შემთხვევაში.
პარლამენტი პრაქტიკულად ჩახსნილი იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არ მონაწილეობდა, მთავრობაშიც მას ჰყავდა მეგობრები და ამაში ცუდი არაფერი არ არის. ის, რომ მთავრობაშიც ვერ ხერხდებოდა ძალიან ხშირად პრინციპული საკითხების განხილვა და შეჯერება, ძირითადად ორ კაცთან ალვიძესთან და ქუმსიშვილთან ახერხებდა ის, როგორც ჩანდა, გადაწყვეტილებების შეთანხმებას და ზოგიერთი დაგვიანებული გადაწყვეტილება მყისიერად მოუმზადებლად შემოდიოდა საზოგადოებაში. გუნდის მზაობა არ შეიმჩნეოდა, მითუმეტეს, პარლამენტის და ეს პრობლება გუნდშიც აისახებოდა და სწორედ ამიტომ და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, კვირიკაშვილის მართვის ეს მეთოდი, რომ გუნდს უკვე დაეტყო რომ დაშლას იწყებდა. მიზანი რისთვისაც იყო გუნდი მოწოდებული და მათ რიცხვში რომ პარლამენტიც მოანწილეობა მიეღო სახელმწიფოს განვითარების ბევრ პროცესში, ეს ვერტიკალი, ეს სიმკაცრე ირღვეოდა“,- განცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
საქართველოს ექსპრემიერი სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ბალანსსაც შეეხო და განაცხადა რომ იყო შემთხვევები როდესაც ეს ბალანსი ირღვეოდა.
„გარდა ამისა, შეხვედრის დროს მძიმე კითხვები დაესვა კვირიკაშვილს, იყო შემთხვევები როდესაც ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფოს ინტერესსა და ბიზნესის ინტერესებს შორის და ამას არღვევდა კვირიკაშვილი თავის ქმედებებით. რა თქმა უნდა ლობირება ბიზნესის – ეს აუცილებელია ყველა ჩინოვნიკისგან, მე პირადად მოწოდებული ვარ არა ჩუინოვნიკი არამედ როგორ მოქლაქე მოვუწოდებ ყყველას რომ მაქსიმალური დახმარება და ლობირება უნდა გავუწიოთ შიგითაც და განსაკუთრებით გარეთ ჩვენს ბიზნესს ექსპორტზე, მაგრამ არც პრემიერს და არც მინისტრს არ უნდა დაავიწყდეს ის ვალდებულებები რაც მას აქვს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო ინტერესების დაცვა ეს ბალანსი არ უნდა დაირღეს.
შეკითხვები იყო ძალიან მძიმე, ალბათ სამი საათი გაგრძელდა. კვირიკაშვილი შეეცადა საპირისპირო აზრის გამოთქმას, მაგრამ დასასრულს კარგად ჩანდა რომ კარგად დაინახა მანაც და მთელმა გუნდმა რომ მას აღარ ჰქონდა რესურსი მართვის, აღარ ჰქონდა ნდობა არც პარლამენტში და არც მთავრობაში და ეს გახლდათ სწორედ მიზეზი გადადგომის და არა ის, რომ ერთმა კაცმა და ბიძინა ივანიშვილმა დაიჟინა, იქ იყო მკაცრი კითხვები იყო ზომიერი კითხვებიც პასუხის გაცემის, შედეგი ძალიან კარაგდ ცანდა და მანაც კარგად დაინახა შედეგი, და გადაყვწტილება ერთ-ერთი რაც მას დარჩა, მას არ დარჩა არჩევანი, ის უნდა წასულიყო და წავიდა კიდეც. ბოლოს ყველად დაინახა, რომ მას არ ჰქონდა რუსურსი, იქ იყო მკაცრი კითხვები, მას ჰქონდა შესაძლებლობა პასუხის მიმცემი, ეს არ იყო რომ ბიძანა ივანიშვილმა მიიღო გადაწყუვეტილება, მას არ ჰქონდა და წავიდა“, – აღნიშნა ივანიშვილმა.