ბიძინა ივანიშვილი: არსებობდა გუნდის დაშლის ძალიან დიდი ხიფათი და პროცესი დაწყებული იყო

არსებობდა გუნდის დაშლის ძალიან დიდი ხიფათი და პროცესი დაწყებული იყო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პირველ არხზე, გადაცემაში – „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“, პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.
გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, რატომ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნება.
„რაც დავასახელე ყრილობაზე ჩემი გამოსვლის დროს, სამი მიზეზი ჩემი პოლიტიკაში შემობრუნების, გახლდათ ის, რომ გუნდში შეიმჩნეოდა და თითქოს, დაკარგული იყო გუნდურობა და გუნდის დაშლის ეჭვი იყო. თუ ყრილობაზე გამოსვლის დროს ამაზე მსუბუქი მინიშნება გავაკეთე, დღეს მოგახსენებთ, რომ არსებობდა გუნდის დაშლის ძალიან დიდი ხიფათი და პროცესი დაწყებული იყო. მე ამას ყურადღებით ვაკვირდებოდი. კრიტიკულ სიტუაციაში დავინახე, რომ გარედან ჩემი კონტროლით საკმარისი არ იყო, გუნდი შენარჩუნებულიყო და ვერტიკალი გამყარებულიყო ალბათ იმაზე მეტი მნიშვნელობა ჰქონდა. რაც ყრილობაზე ვთქვი, იყო მსუბუქად ნათქვამი, უფრო ღრმა პრობლემები არსებობდა გუნდში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები