ბექა ოდიშარია: თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა ერთნაირად ეხმიანება, როგორც მოსახლეობის მოთხოვნებს, ისე წინაასაარჩევნო დაპირებებს
„თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა, მსგავსად მერიის მიერ ბოლო ხანს გაჟღერებული სხვა ინიციატივებისა ერთნაირად ეხმიანება როგორც მოსახლეობის მოთხოვნებს ისე წინაასაარჩევნოდაპირებებს“, – აცხადებს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია.
„სატრანსპორტო პოლიტიკა ეს მხოლოდ გადაადგილების საკითხი არ გახლავთ. მისი სწორი შემუშავება და განხორციელება მომავალი თაობების ჯანმრთელობის, ტურიზმის მზარდი ინდუსტრიის შემდგომი განვითარებისა და მრავალი სხვა მნიშვნელოვანი მიმართულების განუყრელი ნაწილია. ამ არასრული წლის განმავლობაში არ მახსენდება დღე, როდესაც მერი არ აბარებს ანგარიშს თანაქალაქელებს. ბუნებრივია, ჯერ კიდევ უამრავი რამაა პრობლემური, თუმცა დინამიკა და დამოკიდებულება საიმედოა“ – აცხადებს ოდიშარია.
მისი თქმით, დაპირებული მნიშვნელოვანი პროექტების აბსოლუტური უმრავლესობა განხორციელებულია ან უკვე ჩაშვებულია წარმოების პროცესში.
მერიასთან თანამშრომლობით ჩვენს არაერთი კანონი მივიღეთ, რომელიც მყარი წინაპირობაა ქალაქის იერსახის მოწესრიგებისა და მისი მომავალში ქაოტური არასასურველი პროცესებისგან პრევენციის კუთხით. ამიტომ ვფიქრობ რომ საზოგადოება სამართლიანად აფასებს დადებითად მერიისა და მერის საქმიანობას“ – აცხადებს დეპუტატი.