15 მაისი

09:00
NEW
“ქორთიარდ მარიოტში” ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის კონფერენცია გაიმართება.
10:30
NEW
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, შალვა ფიფია ლიტვის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდება. დელეგაციას ლიტვის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, მინდაუგას კუკლიერიუსი ხელმძღვანელობს. მისამართი: მარშალ გელოვანის 6 საკონტაქტო პირი: ნანა ჩინჩილაკაშვილი 599 50 26 19
11:00
NEW
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ამერიკისმცოდნეობის მეთხუთმეტე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრებიან. თემა: “შეერთებული შტატების პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპაში”. თსუ-ის I კორპუსი, აუდიტორია № 115
11:00
NEW
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მხრიდან ომბუდსმენის წარმომადგენლებზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განხორციელებულ ზეწოლასა და ხელოვნურად შექმნილ დაბრკოლებებზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს. მისამართი: ნ. რამიშვილის ქ. #6
11:00
“პირველ პრესკლუბში” “ქართული ოცნების” თემქის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯაბა სამუშია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თვითმმართველობის არჩევნები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტატქო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

11:00
“ექსპო ჯორჯიას” მესამე პავილიონში (წერეთლის N118) განათლების საერთაშორისო ცენტრის ღია კარის დღე გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.
11:00
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე, იურისტი, მაგდა კოტრიკაძე, ადვოკატი გრიგოლ გაგნიძე, უფლებადამცველი, მამუკა ტუსკაძე ბრიფინგს გამართავენ. თემა: ერთობლივი განცხადება ფარული მიყურადების მართვის პულტთან დაკავშირებით.
11:30
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში მწერალი მერაბ შათირიშვილი, ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგს გამართავს.
11:30
“პირველ პრესკლუბში” თბილისის საკრებულოს წევრი მამუკა ახვლედიანი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თვითმმართველობის არჩევნები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტატქო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:30
NEW
„FrontNews“–ის პრესკლუბში, არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საარჩევნო გარემო, მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: ფალიაშილის 33–ა საკონტაქტო ნომრები: 247 36 56; 595 032 032

12:00
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში გურამ შარაძის შვილი – რუსუდან შარაძე, ზურა ვაზაგაშვილის მამა – იური ვაზაგაშვილი, ჯამბულ გამცემლიძის მეუღლე – გულიკო გამცემლიძე, ბუტა რობაქიძის მამა – სოსო რობაქიძე სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ.
12:00
NEW
თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაზარალებულ დავით შათირიშვილის საქმეზე ბრალდებულ გოგა ონიანის სასამართლო პროცესი გაიმართება.
12:00
NEW
“არასაპარლამენტო ოპოზიციის” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა, ავლაბრის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარუდგენს. მისამართი: დუშეთის ქუჩა, ერევნის სკვერი. საკონტაქტო პირი: ილია კოლხიდაშვილი 592 46 06 02
12:00
“პირველ პრესკლუბში” არასაპარლამენტო ოპოზიციის დელისის მაჟორიტარობის კანდიდატი ლაშა ჩხარტიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თვითმმართველობის არჩევნები, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
NEW
„FrontNews“–ის პრესკლუბში, “ევრაზიული არჩევანი–საქართველო” ლიდერი არჩილ ჭყოიძე იურისტებთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ანტიდისკრიმინაციული კანონის არაკონსტიტუცუიურად ცნობისა და მისი მოქმედების შეჩერების თაობაზე. მისამართი: ფალიაშილის 33–ა საკონტაქტო ნომრები: 247 36 56; 595 032 032

12:00
NEW
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად, მოსამართლის დღესთან დაკავშირებით, “მართლმსაჯულების სახლის“ ახალ შენობას გახსნის. მისამართი: აღმაშენებლის ხეივანი, ნოდარ ბოხუას ქუჩა, ღუდუშაურის კლინიკასა და ექსპერტიზის ბიუროს შორის. საკონტაქტო პირი: ქეთი ტყეშელაშვილი 577 55 77 35
12:00
NEW
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება.
12:30
NEW
პარტია “მომავალი საქართველოს” ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ლაღიძე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დედაქალაქის საკრებულოს წევრობის კანდიდატთა პარტიულ სიას შეიტანს და ბრიფინგს გამართავს. მისამართი: დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13კმ. საკონტაქტო ნომერი: 551 89 89 65
12:30
NEW
რადიო “იმედის” პრესკლუბში კოალიცია “ქართული ოცნების” ავჭალის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა კობალაძე პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ლუბლიანას ქ. #5 საკონტაქტო პირი: ნინო მეუნარგია 577 44 07 05
12:30
NEW
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში საკრებულოს წევრი, მაჟრიტარ დებუტატობის კანდიდატი გულიკო ზუმბაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა:თბილისის საკრებულო, თვითმართველობის არჩევნები.

13:00
NEW
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი ჯაბა სირაბიძე, სააგენტო „რეპორტიორის“ პრესკლუბში ბრიფინგს გამართავს, თემაზე: „ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემები, საქართველოს მთავრობის მხრიდან დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს“. მისამართი: იოსებიძის #57, პირველი სართული საკონტაქტო პირი: სოფიო აზარიაშვილი 551 08 18 03
13:00
NEW
რადიო “იმედის” პრესკლუბში კოალიციის “ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია” საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი საჯაია პრესკონფერენციას გამართავს. მისამარტი: ლუბლიანას ქ. #5 საკონტაქტო პირი: ნინო მეუნარგია 577 44 07 05
13:00
NEW
“რედისონში” “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის, მეორე შუალეუდურ ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.
13:00
NEW
„FrontNews“–ის პრესკლუბში, პოლიტიკური პარტია “პატრიოტთა ალიანსი”–ს ლიდერი ირმა ინაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: ფალიაშილის 33–ა საკონტაქტო ნომრები: 247 36 56; 595 032 032
13:00
NEW
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში გიორგი ფარესიშვილი, გელა ხვედელიძის მხრიდან გარიგეგებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

13:30
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში გენერალი კობა კობალაძე, გიგი უგულავას განცხადებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგს გამართავს.
13:30
NEW
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი, კომპანია “ტავ ჯორჯიას” მხარდაჭერით და “საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების” ინციატივით, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ლეიკემიის ცენტრში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სიმბოლური აქცია – “სიცოცხლის ხე” გაიმართება.
13:30
NEW
„პრაიმტაიმის“ პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაციის „დედათა კომიტეტი“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე ქეთევან ადამია, ჟურნალისტები, უფლებადამცველები და პატიმართა დედები, პატიმართა გათავისუფლების სხვადასხვა სამართლებრივ ნორმებზე და მათთან დაკავშირებულ (პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებისა და პატიმართა შეწყალების) პრობლემებზე ისაუბრებენ.
14:00
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „თავისუფალი საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთის წევრი ოთო ბექაური, 12 წლის ლუკა ჩხარტიშვილის დასახმარებლად განცხადებას გააკეთებს.
14:00
NEW
“არასაპარლამენტო ოპოზიციის” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა, “ტფილისის ჰამქართან” თანამშრომლობის მემორანდუმს ხელს მოაწერს. მისამართი: ლადო ასათიანის ქ. #62 საკონტაქტო პირი: ნატა წერეთელი 597 35 22 88

14:00
NEW
მთაწმინდის პარკში,კოალიცია „ქართული ოცნება“ თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატთა პროპორციული სიის პრეზენტაციას გამართავს.
14:00
NEW
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში, საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: “წარმატებული ახალგაზრდა ლიდერი”
15:00
NEW
“არასაპარლამენტო ოპოზიციის” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა, კრწანისის ქუჩის მოსახლეობას შეხვდება. მისამართი: კრწანისის #1 ჩიხი #4. საკონტაქტო პირი: ილია კოლხიდაშვილი 592 46 06 02
16:00
NEW
“არასაპარლამენტო ოპოზიციის” ლიდერები, NDI-ის წარმომადგენლებს შეხვდებიან. თემა: ადგილობრივი არჩევნები. მისამართი: აბაშიძის ქ. #16 საკონტაქტო პირი: ნატა წერეთელი 597 35 22 88
16:00
NEW
საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გამოცხადებული სტაჟირების კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება. კონკურსს დაესწრება საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე. მისამართი: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. #68ა. ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსი.(შესასვლელი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მხრიდან)

17:00
NEW
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, საქართველოს ეროვნული მუზეუმის წლიური ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრება.
17:00
NEW
ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო საჯარო დისკუსიას გამართავს. თემა: “ანტიდისკრიმინაციული კანონი თანასწორობის პოლიტიკისთვის”. მისამართი: პუშკინის ქ. #6
18:00
NEW
საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, სახელწოდებით – “თანამედროვე ხელოვნება და მუზეუმი” (RE: Museum) გამოფენა მოეწყობა. მისამართი: რუსთაველის გამზ. #11
18:30
“ფრონტლაინკლუბში” საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის სკოლის სტუდენტების მიერ ადამიანის უფლებების თემაზე შექმნილ ისტორიების პრეზენტაცია გაიმართება.
19:00
NEW
საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში, გიორგი სუხიშვილის პოეზიის საღამო გაიმართება.

19:00
NEW
საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში, გიორგი სუხიშვილის პოეზიის საღამო გაიმართება.
19:00
“თიბისი გალერეაში”, ანტონ ბალანჩივაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის ფერწერული ნამუშევრები, რომლებსაც საზოგადოება პირველად იხილავს. გამოფენა გაგრძელდება 21 მაისის ჩათვლით. მისამართი: მარჯანიშვილის 7, თიბისი ბანკის სათავო ოფისი, IV სართული

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები