დიმიტრი მედვედევი: რუსეთი მზად არის, უკრაინას გაზის საფასური შეუმციროს
რუსეთი მზად არის, უკრაინელ მოსახლეობას გაზის საფასური შეუმციროს, თუმცა რუსეთის ფედერაცია “გაზის დავალიანების” თუნდაც ნახევარი თანხის დაბრუნებას ელოდება, – ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
“არავის არასდროს უთქვამს, რომ მთლიანად გადაიხადეთ 4 მილიარდი დოლარიო, თუმცა დაგვანახეთ, რომ მზად ხართ ეს გააკეთოთ. თუ ისინი დავალიანების ნახევარს გადაიხდიან, ეს მინიმუმია მოლაპარაკებების დასაწყებად. ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ, თუ როგორ შეიძლება, რომ უკრაინელი მოსახლეობის ცხოვრებას მხარში დავუდგეთ. ალბათ, ჩვენ ასევე მზად ვართ, ნაბიჯები გადავდგათ მათი ინტერესებისთვის, რომ მომავალში განვიხილოთ, როგორ შეიძლება ვითანამშრომლოთ გაზის საკითხთან დაკავშირებით. ეს ფაქტობრივად ფინანსური დახმარებაა”, -განაცხადა დიმიტრი მედვედევმა. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი მოლაპარაკებებს ხელს შეუწყობს.