თურქეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთში, მანსას პროვინციის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 232-მდე გაიზარდა, 200-მდე მაღაროელი კი ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი. აფეთქების გამო თურქეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის თანერ ილდიზის განცხადებით, აფეთქების მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა. ამასთან, თანერ ილდიზის განცხადებით, მაღაროელთა დაღუპვა მხუთავი აირით მოწამვლამ გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები