სერგეი ლავროვი: რუსეთი უკრაინის ნატოში გაწევრიანების კატეგორიული წინააღმდეგია

რუსეთი კატეგორიულად წინააღმდეგია, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდეს, – ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეარხ Bloomberg-თან ინტერვიუს დროს გააკეთა.
„უკრაინის ნატოში გაწევრიანების მცდელობა ძალიან ნეგატიური იქნება ევროპის უსაფრთხოების მთელი სისტემისთვის და ჩვენ ამის კატეგორიული წინააღმდეგები ვართ”,- განაცხადა ლავროვმა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეს საკითხი არა მარტო უკრაინასა და ნატოს, არამედ რუსეთსაც ეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები