ზურა ხაჭაპურიძე: ის ხალხი, ვინც ვაშაძეს პრეზიდენტად გვთავაზობს, საზიზღარი რუსეთი და კარგი დასავლეთიო, იტყვის

ის ხალხი ვინც ვაშაძეს პრეზიდენტად გვთავაზობს საზიზღარი რუსეთი და კარგი დასავლეთიო იტყვის, – ასე ეხმარება ჟურნალისტი ზურა ხაჭაპურიძე საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მიერ გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურის დასახელების ფაქტს.
ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში გრიგოლ ვაშაძის cv-ს აქვეყნებს.

“10 ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის – „ძალა ერ­თო­ბა­შია“ კან­დი­და­ტი საპ­რე­ზი­დენ­ტო არჩევნებში „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რი გრი­გოლ ვა­შა­ძე იქ­ნე­ბა. არაფერი განსაკუთრებული,რომ არა ერთი გარემოება.

ეს ვაშაძის cv -ი :Born in Tbilisi, Vashadze graduated from Moscow State Institute of International Relations in 1981 and worked for the Soviet Ministry of Foreign Affairs, simultaneously doing his postgraduate training in international law at the Soviet Diplomatic Academy. At one time, he was a member of Soviet diplomatic team at the START I talks with the United States. He worked in Department of International Organizations and Department of Cosmos and Nuclear Weapons of Ministry of Foreign Affairs of the Soviet Union.

ამ cv-ის ქართული ვარიანტი მოკლედ: ტიპმა დაამთავრა საბჭოთა დიპლომატიის სამჭედლო მოსკოვში. გარდა ამისა, იყო “როსკოსმოსის” გენდირექტორი.

ამის მერე, ის ხალხი ვინც ვაშაძეს პრეზიდენტად გვთავაზობს საზიზღარი რუსეთი და კარგი დასავლეთიო იტყვის. სად არის აქ ლოგიკა?

ხო, 2008 წლის 27 ნოებრით დათარიღებული ვაშაძის წერილია კიდე საინტერესო. ბატონი ვაშაძე აგვისტოს იმიდან სულ რაღაც 3 თვეში რუსეთთან ” კულტურული ხიდების” აღდგენას ითხოვს. მოსკოვში “ერისიონის” ან “რუსთავის’ გასტროლებს თუ ჩავატარებთ მაგარი იქნებაო რუსთა კულტურის მინისტრს სწერს,-წერს ჟურნალისტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები