ესტონეთი რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათი ქვეყნის საჰაერო სივრცე ორმა რუსულმა თვითმფრინავმა A319 და IL-96-მა დაარღვია.

ძალოვანი უწყების გენერალური შტაბის მონაცემებით, ინციდენტები შუადღისით ფინეთის ყურეში და ვინდლოუს კუნძულების სიახლოვეს მოხდა: ესტონეთის საჰაერო სივრცეში პირველად Airbus A319 გამოჩნდა, შემდეგ კი – IL-96. ორივე ხომალდი უცხო ქვეყნის საჰაერო სივრცეში დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.

აღნიშნული შემთხვევის გამო, ესტონეთმა რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.
ესტონეთის გენერალური შტაბი იუწყება, რომ 2018 წლის დასაწყისიდან რუსეთმა ესტონეთის საჰაერო სივრცე უკვე 6-ჯერ დაარღვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები