დღეს, ზაზა სარალიძე პროკურატურაში ადვოკატთან და ომბუდსმენის წარმომადგენლებთან ერთად მივა

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე დღეს პროკურატურაში ადვოკატთან და სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან ერთად მივა. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, პროკურატურისგან პასუხის გაცემის დრო დადგა.

“დღეს, 17 ივლისს 17:00 საათზე მივდივართ მთავარ პროკურატურაში ადვოკატთან და სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან ერთად. შეხვედრას დაესწრება შსს წარმომადგენლობაც.
7 ივლისს როდესაც ვიყავით, მათ ითხოვეს 10 დღის ვადა.

პასუხების დრო დადგა”, – წერს ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები