იტალიის პრეზიდენტმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფმა იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოში იტალიის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით გუშინ ჩამოვიდა. იტალიის პრეზიდენტს საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დახვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები