დავით ოქიტაშვილი ჭიათურის ინციდენტზე: ეჭვიც არ მეპარება, რომ გიორგი გახარია მიხედავს ამ შეკერილ საქმეს და საბოლოოდ დაერქმევა ყველაფერს თავისი სახელი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნებს შორის მომხდარ დაპირისპირებას კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ოქიტაშვილი ჭიათურის მერს პაატა ნადირაძეს მხარდაჭერას უცხადებს და დარწმუნებულია, რომ გახარიას უწყება მომხდარს ობიექტურად, ბოლომდე გამოიძიებს.
„ეჭვიც არ მეპარება, რომ გიორგი გახარია მიხედავს ამ შეკერილ საქმეს და საბოლოოდ დაერქმევა ყველაფერს თავისი სახელი!!! ჩემი მხარდაჭერა პაატა ნადირაძეს და ყველა გულწრფელ და კარგ ადამიანს!!!
საქმის მკერავი ხალხი 2012 ში გავისტუმრეთ და ეს კუდების ნარჩენების, ჩანერგილების, მედროვეების ბოლო მოქნევაა. წერტილი”, – წერს დავით ოქიტაშვილი.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ჭიათურის ერთ-ერთ რესტორანში ორი სუფრის წევრებს შორის ჩხუბი მოხდა, რომელშიც ჭიათურის მოქმედი მერი პაატა ნადირაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ფიგურირებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბი რესტორანში სხვა სუფრის წევრებთან მუსიკალური ნომრის შეკვეთას მოჰყვა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.