“თუ ამ ტრაგედიაში გამოიკვეთება კვალი საბოტაჟის გზით რაიმე პოლიტიკური მიზნის მისაღწევად-უმკაცრესი ზომები უნდა გატარდეს”

0

წინა ტრაგედიას სპეციალური კომისია სწავლობდა და ახალი მოხდა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “პატრიოტთა ალიანსის” ყოფილი წევრი სოსო მანჯავიძე ტყიბულის შახტში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით წერს.
“კიდევ ერთი საშინელება მოხდა ტყიბულში.
დაიღუპნენ და დაშავდნენ მშრომელი,წესიერი ადამიანები, ოჯახის მარჩენალი მამები.
არადა, წინა ტრაგედიას სპეციალური კომისია სწავლობდა და ახალი მოხდა.
როგორც მითხრეს, ის ლოკაცია, რომელშიც აფეთქება მოხდა, დახურული უნდა ყოფილიყო.
არ შეიძლება ამან არ აღძრას ლოგიკური ეჭვები, რაზეც უკვე ღიად საუბრობენ ადამიანები.
ამიტომაც საჭიროა მომხდარის საფუძვლიანი გამოძიება და თუ ამ ტრაგედიაში გამოიკვეთება კვალი საბოტაჟის გზით რაიმე პოლიტიკური მიზნის მისაღწევად-უმკაცრესი ზომები უნდა გატარდეს.
იმის მიუხედავად, რას იტყვის ამის შესახებ მესამე სექტორი, რომელიმე ელჩი თუ შახტების მეპატრონეთა პოლიტიკური პარტნიორები”, – წერს მანჯავიძე.

კომენტარები

კომენტარი